Logo
CSR
კასპის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ - ქვემო ჭალის ბიბილიოთეკისა და კომპიუტერული ცენტრის გახსნა

კასპის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ - ქვემო ჭალის ბიბილიოთეკისა და კომპიუტერული ცენტრის გახსნა

ა/წ 7 ნოემბერს 14:00 სთ-ზე კომპანია ,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, გიორგი კეეკლიძესთან ერთად კასპის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ - ქვემო ჭალის ბიბილიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი გახსნა.

,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ:

,,დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი კასპის რაიონისთვის, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული მრავალფეროვანი წიგნებით, მიიღონ მაღალი ხარისხის კომპიუტერული და ინტერნეტ - მომსახურება. ამავე სივრცეში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, ვორქშოფები ადგილობრივი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობების გაღრმავებას და ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.’’

კომპანია ,,დიო’’-მ ბიბლიოთეკა უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალოპლასტმასის ფანჯრებითა და ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა. პროექტი ა(ა)იპ „ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისათვის“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად განხორცილდა.

კონფლიქტისპირა რეგიონში მდებარე სოფლის, ქვემო ჭალისა და მის მიმდებარე შვიდ ქართულ-ოსური სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 2 000 ადამიანს შეადგენს.

07
ნოე
2017
phone