Logo
CSR
მარათონი ჯანსაღი თაობა - უკეთესი მომავლისათვის

მარათონი ჯანსაღი თაობა - უკეთესი მომავლისათვის

ქ. თბილისის #46 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით კუს ტბაზე მარათონი გაიმართა. 

გარბენში მონაწილეობა  120-მა უფროსკლასელმა მოსწავლემ მიიღო თბილისის 20 საჯარო სკოლიდან. 


ღონისძიების მსვლელობისას კუს ტბაზე  მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლას გადაეცემა.


ღონისძიების მხარდამჭერი იყო კომპანია „დიო“. 


,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა, გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებითა და პრიზებით დააჯილდოვა.


,,დიო მუდმივად მხარს უჭერს მსგავსს პროგრამებსა და ინიციატივებს, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია’’ - კომპანია ,,დიოს’’ აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი.


მარათონი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და თბილისის მოზარდთა სახლთან პარტნიორობით.

11
ივნ
2018
phone