Logo
CSR
‘’დიო’’-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

‘’დიო’’-სა და ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

31 ივლისს კომპანია ,,დიო’’-სა და ,, ევროპის უნივერსიტეტს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანია ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა და ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ ვიცე-რექტორმა გოჩა თუთბერიძემ ხელი მოაწერეს.

მემორანდუმი ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, პროგრამებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე შესაძლებელია კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო"-ში სტაჟირების გავლა, რაც მათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრის ფარგლებში ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ სტუმრებმა ,,დიო’’-ს საწარმო და შოურუმიც დაათვალირეს და პროდუქტებს გაეცნენ.

კომპანია ,,დიო’’ სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან მუდმივად აქტიურად თანამშრომლობს და მომავალშიც გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას, რომლებიც გათვილილია მომავალი თაობის განვითარებაზე და მათთვის პრაქტიკული ცოდნის შეძენაზე.

31
ივლ
2019
phone