Logo
CSR
დიო-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დიო-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 ამა წლის 20 ოქტომბერს კომპანია ,,დიო’’-სა და ,,საქართველოს უნივერსიტეტს ’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანია ,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა და ,,საქართველოს უნივერსიტეტის'' რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ ხელი მოაწერეს.

 მემორანდუმი ითვალისწინებს არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიერ კომპანია ,,დიო"-ში სტაჟირების გავლას. სტაჟირების გავლა მიზნად ისახავს პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

ამასთან, ,,დიო"-ს  აღმასრულებელმა დირექტორმა არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციაც წაიკითხვა და მათ კომპანიის სიახლეებისა და პროდუქციის შესახებ გააცნო. სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ,,დიო"-ს კომპლექსურმა მომსახურებებმა. მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოვიპატიჟეთ ,,დიო"-ს საწარმოსა და შოუ რუმში, სადაც დეტალუარ გავაცნობთ მომსახურებებსა და მუშაობის სპეციფიკას.

 ,, კომპანია ,,დიო’’ მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან თანამშრომლობას. განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც გათვილილია მომავალი თაობის განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენას რაც დაეხმარებათ კვალიფიკაციის გაზრდისთვის.’’ განაცხადა ბ-ნ თამაზ დაუშვილმა.

20
ოქტ
2017
phone