Logo
CSR
„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები „დიოს“ ესტუმრნენ!

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები „დიოს“ ესტუმრნენ!

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები „დიოს“ ესტუმრნენ!

კომპანია „დიო“-მ 7 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოზარდები კომპანიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვარიელეს საწარმო, შოურუმი და სამუშაო სივრცეები. ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქტის მზადების პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ, ამავდოულად „დიო“-ს თანამშრომლებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს და გაესაუბრნენ.

„ასეთი ხასიათის ვიზიტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით სახალისოა როდესაც მოსწავლეებს ვუხსნით, ვაჩვენებთ თუ რა პროცესსა და გზებს გადის ჩვენი პროდუქცია შეკვეთიდან დამზადებამდე, საბოლოოდ კი დამკვეთთან მიწოდებამდე.  ვიზიტის მთავარი მიზანი არა მხოლოდ პროდუქციის დამზადეების პროცესის, არამედ მომსახურების სპეციფიკისა და მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელოვნებაც წარმოადგენდა.

ბავშვებს ძალიან მოეწონათ პროდუქციის ელექტრონულად - პულტით მართვა, პერგოლასა და სხვადასხვა სახეობის ფარდა-ჟალუზს რიგ-რიგობით ძალიან დიდი ხალისით მართავდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს გამოცდილებას აღფრთოვანებით უზიარებდნენ. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ ვიზიტმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეხვედრის დასასრულს საოცრად ემოციური იყო ბავშვების შთაბეჭდილებები, რაც წერილობითაც გაგვიზიარეს : „ფარდა-ჟალუზს რომ ჭრიდნენ მუსიკის ხმა ჰქონდა... ფეხის ბაკუნთან ერთად ტაშის აყოლიება მომინდა, ხალხი შრომობს ჩვენთვის და ხელით აკეთებენ ჟალუზებს... მე მომეწონა „დიო“-ში ყველაფერი რაც იყო ... და ა.შ ‘’- გაგვიზიარა ლიზიმ,ლაშამ და დაჩიმ.

შეგახსენებთ, მოზარდებთან ერთად „დიო“-ს მათი დამრიგებელიც ესტუმრა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს კმაყოფილება გამოთქვა გულითადი დახვედრისთვის და კომპანიას წარმატება უსურვა. კომპანია „დიო“ მოსწავლეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა და დამშვიდობებისას სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.

07
დეკ
2022
phone