Logo
CSR
დიომ პირველი ნაბიჯის საიუბილეო საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობა მიიღო

დიომ პირველი ნაბიჯის საიუბილეო საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობა მიიღო

20 ნოემბერს ,,ოტიუმში’’ გამართულ 20 წლის საიუბილეო საღამოზე ,,პირველი ნაბიჯი''-ს დღის ცენტრის ბავშვების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელთაგან ორი არაჩვეულებრივი ნახატი ,,სახლი მზიან ეზოში’’ და ,,ბალერინა'' კომპანია ,,დიო’’-მ შეიძინა.

ღონისძებაზე ნაჩვენები იქნა ფილმი და შეჯამება რასაც ,,პირველი ნაბიჯი''-ს დღის ცენტრი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. 

,,დიო’’ ,,პირველი ნაბიჯი’’-ს მეგობარი და მხარდამჭერი კომპანიაა. მდგრადი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ მსგავსი ცენტრების არსებობას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურების მიღების საშუალება. 

ამჟამად, ,,პირველი ნაბიჯი''-ს დღის ცენტრში ყოველთვიურად 500-მდე ბავშვი დადის, სადაც ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების 5 პროგრამა: მეცნიერება, ხელოვნება, კომუნიკაცია, სენსო-მოტორული და მეტყველება. სწავლება მიმდინარეობს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც ეყრდნობა პრინციპს - „თამაშით სწავლა“. 

ვულოცავთ 20 წლის იუბილეს და კიდევ ბევრი წარმატებულ წელს ვუსურვებთ!

22
ნოე
2018
phone