Logo
CSR
,,დიო’’-ს ფედერაცია ,,ქალები მომავლისთვის’’ წევრები ესტუმრნენ

,,დიო’’-ს ფედერაცია ,,ქალები მომავლისთვის’’ წევრები ესტუმრნენ

,,დიო’’-მ 30 ოქტომბერს ,,ქალები მომავლისთვის'' ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებს სიამოვნებით უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ,,დიო’’-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა ,,ქალები მომავლისთვის'' წევრებს ,,დიო’’-ს ისტორია, კომპანიის მიზანი და მისია გააცნო. შეხვედრაზე ‘’დიო’’-ს სიახლეების, ინოვაციების, ადგილობრივი წარმოების და ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს. ფედერაციის ახალი წევრების გაცნობაც მოხდა და მომავალი თანამშრომლობაც დაიგეგმა. ფედერაციის წევრებმა ასევე ,,დიო’’-ს შოურუმი დაათვალიერეს და პროდუქტების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. საღამო კი ფურშეტით დასრულდა.

,,დიო''-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი ,,ქალები მომავლისთვის’’ ბორდის წევრია. პროექტი ორიენტირებულია ბიზნესში ქალების როლის გააუმჯობესებასა და გაძლიერებაზე. ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია თანასწორუფლებიანობა, ქალების გაძლიერება და ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით უკეთესი და უფრო წარმატებული საზოგადოების შექმნა.

#Dio #womenForTomorow

01
ნოე
2018
phone