Logo
CSR
„დიო“ პატარა მეგობარ - რამინზე კვლავ ზრუნავს!

„დიო“ პატარა მეგობარ - რამინზე კვლავ ზრუნავს!

ალბათ ბევრ თქვენთაგანს ახსოვს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაწყებული „დიო“-სა და სოფელ კიკიბოს ვაგონში მოწყობილი სკოლის ერთადერთი მოსწავლის რამინ გობაძის მეგობრობა. არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანია „დიო“-მ კლუბ „იკისკი’’-სთან თანამშრომლობით რამინის ბაკურიანის ბანაკში გამგზავრება კვლავ სიამოვნებით უზრუნველყო.

ბანაკში უკრაინელ და ქართველ ბავშვებს უნიკალური გარემო დახვდათ. სუფთა ჰაერი, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები, მშვიდი გარემო, ლაშქრობები, გასვლები ბაკურიანს გარეთ -  ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში, ტიმოთეს უბანში, კოხტაგორაზე, დიდველზე, იაგორას ველზე - ყოველდღურად ეწყობოდა.

„ბანაკში ახალი ქართველი და უკრაინელი ბავშვები გავიცანი. წინა წლებისგან განსხვავებით ახალ რაღაცეებს ვაკეთებდით. ყოველი დღე მხიარული, ფერადი, ბედნიერი და საინტერესო იყო. ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს, შევღებეთ მაისურები, ვხატავდით, ჩავატარეთ „ბავშვთა ნიჭიერი“, წამოსვლის წინა დღეს კარვების დადგმა და ცეცხლის ანთებაც ვისწავლეთ. ძალიან, განსაკუთრებულად მომეწონა ეს არდადეგები, ერთი სული მაქვს ჩემს დას როდის მოვუყვები ყველაფერს!... სულ მემახსოვრება! ‘’- გაგვიზიარა გახარებულმა რამინმა.

მოგეხსენებათ კომპანია „დიო“-მ ზამთრის ბანაკში რამინთან ერთად მისი დის -შორენას გამგზავრებაც უზრუნველყო, კომპანიამ ახლაც გამოთქვა სურვილი და-ძმას ერთად გაეტარებინათ სასიამოვნო, მხიარული დღეები ბაკურიანში, თუმცა შორენამ გამგზავრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

კომპანია „დიო“-ს შესაძლებლობების ფარგლებში მოზარდთა განათლებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, გახალისებასა და სხვადასხვა საჭირო ნივთების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი მუდმივად შეაქვს. კომპანიაში ერთსულოვნად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ბავშვებზე ზრუნვა, წახალისება და გაბედნიერება შესანიშნავი და ყველაზე მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების, სოციალური თუ ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების განსაზღვრაში.

#სიკეთეგადამდებია

#დიო #რამინგობაძე

30
აგვ
2022
phone