Logo
CSR
„დიო’’ საქველმოქმედო გალა საღამოს: „გადაარჩინე სიცოცხლე’’-ს სპონსორია!

„დიო’’ საქველმოქმედო გალა საღამოს: „გადაარჩინე სიცოცხლე’’-ს სპონსორია!

14 დეკემბერს, საქველმოქმედო ორგანიზაციამ: „საქართველოს ამერიკელი მეგობრები’’ საქველმოქმედო გალა საღამო: „გადარჩინე სიცოცხლე’’ ძეგვის თავშესაფრისა და „ჰოსპისი ფერიცვალება’’-ის დასახმარებლად გამართა.

გალა საღამოზე საზეიმო მიღება,ტრადიციული აუქციონი და საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა,ასევე ორგანიზაციის დაარსებიდან 25 წელიც აღინიშნა.

კომპანია „დიო’’-მ ძეგვის თავშესაფარი ჟალუზებით უზრუნველყო, ამასთანავე საქველმოქმედო გალა საღამოს სპონსორი გახდა.

 საღამოს  „დიო’’-ს დირექტორთა საბჭო და თანამშრომლები დაესწრნენ.

,,კომპანია ,,დიო’’ ტრადიციისამებრ ანიშნულ ღონისძიებას წელსაც სიამოვნებით შევუერთდით. ამ საღამომ ფილანტროპიის იდეის გარშემო გაგვაერთიანა მოწინავე ბიზნეს-კორპორაციების წარმომადგენლები, დიპლომატები, მხატვრები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და მოქალაქეები. ორგანიზაციას დაარსებიდან 25 წლის თავს ვულოცავ და სრულიად ვიზიარებთ მათ დევიზს – „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ’’.

 შეგახსენებთ, რომ კომპანია „დიო’’ აქტიურია CSR-ის კუთხით და საქველმოქმედო ტიპის აქტივობებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.

18
დეკ
2019
phone