Logo
CSR
დიომ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

დიომ შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

26 თებერვალს ,,დიო''-ს წარმომადგენლები ,,შავი ზღვის უნივერსიტეტი’’-ს სტუდენტთა დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდნენ, სადაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს მიმდინარე გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრნენ, ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაცია გაცვალეს, რაც სამომავლო თანამშრომლობის წინაპირობა გახდება.


კომპანია ,,დიო'' სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებულ დასაქმების ფორუმში მონაწილობას მუდმივად იღებს და სტუდენტების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს.


დასაქმების ფორუმი გულისხმობს ერთ სივრცეში დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებელი სტუდენტების შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები წარადგენენ თავიანთ ვაკანტურ პოზიციებს, ხოლო დასაქმების მსურველი სტუდენტები ადგილზევე გაივლიან გასაუბრებას ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ამასთან, მათ შეუძლიათ გასაუბრება გაიარონ ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან.

26
თებ
2019
phone