Logo
CSR
„დიო“-მ „სკოლა-ბიზნეს ფორუმზე“ რჩეული პროექტი დააფინანსა!

„დიო“-მ „სკოლა-ბიზნეს ფორუმზე“ რჩეული პროექტი დააფინანსა!

2022 წლის  14 დეკემბერს კომპანია "დიო"-ს თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი- თამაზ დაუშვილი USAID სამოქალაქო განათლების პროგრამით განხორციელებულ  სკოლა-ბიზნეს ფორუმს დაესწრო. ღონისძიებაზე თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს საკუთარი, ჯამში 16 პროექტი ჰქონდათ წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოიაზრებდა.

კომპანია „დიო“-მ კი #213 საჯარო სკოლის პროექტი სახელწოდებით „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ -დააფინანსა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. სკოლის მოსწავლეებს 9 კვირის განმავლობაში სალექციო სახის გაკვეთილები ჩაუტარდებათ, ხოლო ბოლო სამი კვირა დაეთმობა: მხიარული სტარტების, ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და კულინარიული დუელის ჩატარებას, სადაც მონაწილეობას რამდენიმე სკოლა მიიღებს.

„ვფიქრობ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა,სწორი კვების ძირითადი პრინციპები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და მათ შორის სკოლის მოსწავლებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ის უშუალოდ კავშირშია ჯანმრთელობასთან, ქცევასა და ცხოვრების რაციონალურ რეჟიმთან. შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლება და შეჩვევა უმჯობესია ადრეული ასაკიდანვე განხორციელდეს. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ და დავაფინანსეთ პროექტი, რომელიც მიზნად სწორედ ამ პრინციპების გამტკიცებასა და ახალგაზრდების ქცევითი დამოკიდებულების განვითარებას ისახავს.“ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებში ჩატარდება კვლევა ჯანსაღი კვების შესახებ, შედეგების გაანალიზების შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები ბიოლოგიისა და სპორტის პედაგოგებთან, კვების ტექნოლოგთან, ექიმ-ენდოკრინოლოგთან, სპორტსმენებთან გაიმართება. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უმცროს კლასელთათვის მომზადდება პრეზენტაცია. პოსტერები, ფლაერები და კედლის გაზეთები დამზადდება. სკოლის სპორტული დარბაზი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, „მხიარული სტარტები“, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირები ჩატარდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება „კულინარიული დუელი“ და გამარჯვებულთა სიგელებით დაჯილდოვება.

14
დეკ
2022
phone