Logo
CSR
დიო - პროფესიული სასწავლებლის მხარდამჭერი

დიო - პროფესიული სასწავლებლის მხარდამჭერი

5 ივნისს ‘’დიო’’-ს მხარდაჭერით დამსაქმებელთა ასოციაციამ და კოლეჯმა "სპექტრმა" პროფესიული სიმულაციური სახლის პრეზენტაცია გამართეს. კოლეჯს კომპანია ‘’დიო’’-მ საჩუქრად მეტალოპლასტსმასის კარებები გადასცა.

პრეზენტაციაში მონაწილეობა 131 – ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ბავშვებმა სიმულაციური სახლის კონსტრუქტორის პრინციპით ააწყვეს და ათამდე პროფესიის გაცნობა შეძლეს. 

კომპანია ‘’დიო’’ სპექტრთან ახლო მომავალში დუალურ სწავლებაზე თანამშრომლობასაც გეგმავს, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსების მოძიების პროცესის გააუმჯობესების ხელშეწყობა და, ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი იდეის შექმნა. 

შეგახსენებთ, რომ '’დიო’’ "პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში"- აქტიურადაა ჩართული.

05
ივნ
2019
phone