Logo
CSR
ლიდერობისა და ემოციური ინტელექტის მასტერკლასით თამაზ დაუშვილმა სტუდენტებს უმასპინძლა

ლიდერობისა და ემოციური ინტელექტის მასტერკლასით თამაზ დაუშვილმა სტუდენტებს უმასპინძლა

9-10 ივნისს კომპანია ,,დიო’’-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა  ,,ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი’’-ს ქართველი სტუდენტებისთვის ,,დიო’’-ში ლიდერობისა და ემოციური ინტელექტის მასტერკლასი ჩაატარა.

შეხვედრა აღნიშნულ თემებს საფუძვლიანად მოიცავდა და განხილული იყო იდეალური ლიდერისა და ემოციური ინტელექტის გზა კარიერული წარმატებისკენ. პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოცემული მაგალითების გაზიარება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, რომელთაც მასტერკლასის დასრულების შემდეგ ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ ,,დიო’’-ს შოურუმში წარმოდგნელი პროდუქცია,  საწარმოს მუშაობას გაცნობოდნენ და ენახათ რა გზას გადის თითოეული პროდუქტი მომხმარებლამდე.

,, ყოველთვის სასიამოვნოა სტუდენტებთან შეხვედრა და მოსაზრებების გაზიარება. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს „EBA“-სა და „USAID“-ს, რათა აღნიშნული პროექტის მეშვეობით მომეცა საშუალება  სტუდენტებისთვის გამეზიარებინა ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის შესახებ.

ადამიანები განვითარებული ემოციური ინტელექტით უფრო ეფექტურად ურთიერთობენ, უმკლავდებიან სტრესსა და კონფლიქტებს, არიან გუნდის საუკეთესო მოთამაშეები და შეუძლიათ ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია. ლიდერებს შეუძლიათ  განავითარონ თავიანთი ემოციური ინტელექტი, იმით რომ მეტი დრო დაუთმონ ადამიანების შეცნობას და გახდნენ გათვითცნობიერებული  საკუთარ ემოციებში. ’’ - თამაზ დაუშვილი

„ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი“  ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება; რომლის მიზანი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და თანამედროვე პროფესიების გაცნობაა.

10
ივნ
2022
phone