Logo
CSR
‘’დიო’’-ს გუნდი ტრადიციისამებრ ‘’თბილისი მარათონი 2018-ს’’ შეუერთდა

‘’დიო’’-ს გუნდი ტრადიციისამებრ ‘’თბილისი მარათონი 2018-ს’’ შეუერთდა

‘’დიო’’-ს გუნდი 30 სექტემბერს მეშვიდედ გამართულ ‘’თბილისი მარათონს’’ სიამოვნებით შეუერთდა.

10 და 20 კმ.-იანი გარბენი ,,დიო''-ს თანამშრომლებმა წარმატებით განვლეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ ჯანსაღ საქველმოქმედო საქმეში. პროექტიდან შემოსული თანხა ‘’პირველი ნაბიჯი’’-ს დღის ცენტრის არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება, რათა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებმა უკეთეს პირობებში შეძლოს ყოფნა.

„თბილისი მარათონი“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. წელს ‘’თბილისი მარათონ"-ზე 2500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა, მათ შორის ტურისტები და ბავშვები.

კომპანია ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აქტიურად უჭერს მხარს მსგავსი სახის აქტივობებს.

30
სექ
2018
phone