Logo
CSR
კომპანია „დიო’’ უსინათლო მოქალაქეთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო!

კომპანია „დიო’’ უსინათლო მოქალაქეთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო!

    „დიო“ კომპანია  „HG group“- თან თანამშრომლობით  უსინათლო მოქალაქეთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩაერთო.

  კამპანია, სახელწოდებით : „დაინახე უსინათლო თანამოქალაქე“-ს მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ამავდროულად  რესურსების მოძიება უსინათლო ადამიანებისათვის მნიშვნელოვნად დამხმარე საშუალების-თეთრი ხელჯოხების შესაძენად, და მათი გამოყენების სასწავლებლად.

  „დიო“-მ წყლის დისპანსერთან არსებული პლასტმასის ჭიქები ეკოლოგიური ბიოდეგრადირებადი ჭიქებით  ჩაანაცვლა, რომელზეც გზავნილი სახელწოდებით „დაინახე უსინათლო თანამოქალაქე“ განთავსებული იყო. ჭიქები კომპანიის სამუშაო სივრცეში, ევროპის სკოლასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განთავსდა.

    შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური მონაცემებით, დღესდღეობით საქართველოში მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთა რიცხვი 35-40 ათასამდე მერყეობს, აქედან 4-6 ათასი უსინათლოა.. მოგეხსენებათ მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, აწყდებიან ისეთ პრობლებებს , როგორებიცაა:

  • არაადაპტირებული ფიზიკური გარემო;
  • საზოგადოების ცნობიერება;
  • ბრაილის სტამბის არარსებობა;
  • ინკლუზიური განათლების ხარისხი;
  • და ა.შ

  „დიო“ დაარსების დღიდან  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა, ხშირად ახორციელებს არაერთ სოციალურ პროექტს და კომპანია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის; ეწინააღმდეგება ნებისმიერ სახის დისკრიმინიაციას და ყოველთვის თანაბარ უფლებრივ დაცვას ემხრობა!..

  კომპანიაში მყარად იზიარებენ მოსაზრებას, რომ თითოეული ინდივიდი მათი შესაძლებლობების მიუხედავად-თანასწორია, უსინათლო მოქალაქეებს განსაკუთრებით  ზრუნვა სჭირდებათ, საზოგადოების სოლიდარობა, გვერდში დგომა, და ეს არა მხოლოდ ადამიანის მოვალეობა, არამედ პასუხისმგებლობაც არის, თავის წვლილი შეიტანოს მათი მხარდაჭერისთვის.

04
მარ
2020
phone