Logo
CSR
რას ვმატებ საზოგადოებას

რას ვმატებ საზოგადოებას

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, ამ დღეს გამართულ აქტივობებს  კომპანია ,,დიო''  ყოველწლიურად  სიამოვნებით უერთდება.

20 მარტს კომპანია ,,დიო''-ს გუნდმა კამპანია #წინდამინდა-ს ფარგლებში გამართულ ბოულინგის საქველმოქმედო ტურნირში  მონაწილება მიიღო.

,,დიო''-მ თანამშრომლებისთვის ჭრელი წინდები შეიძინა და კამპანიის ფარგლებში  "გიგოს ფონდში''  600 ლარი გადარიცხა.

  საქველმოქმედო აქცია განხორციელდა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მხარდაჭერით, რომელიც  ინფორმაციის გაცვლას  ისახავდა მიზანად და  დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეშვიდედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „რას ვმატებ საზოგადოებას „ (What I bring to my community).

#წინდამინდა

21
მარ
2018
phone