კომპანია „დიო“-მ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე მოაწყო. ერთად ვესტუმრეთ ილუზიების მუზეუმსა და ციფრულ მუზეუმს, სადაც სიხარულით, სიცილითა და აღმოჩენებით სავსე დრო გავატარეთ.
ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით აივსო — გულწრფელი ღიმილები, დადებითი ენერგია და ერთად გატარებული ბედნიერი წუთები კიდევ დიდხანს დაგვრჩება სამახსოვროდ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ილუზიების მუზეუმს თბილი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.