3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც „დიო“ სიამოვნებით ჩაერთო.
ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს და სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელი დამსაქმებლებისა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების ორგანიზებულ, მასიურ შეხვედრა/გასაუბრებას გულისხმობს.
‘’დიო’’ მსგავს ფორუმებში მუდმივად აქტიურად ერთვება და მხარს უჭერს ყველასთვის თანაბარი სამუშაო პირობები შექმნას.
დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ‘’დიო’’-ს ყველა ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის და ‘’დიო’’-ში 1 შშმპ პირია დასაქმებული.