Logo
სიახლეები
C S R
კომპანია „დიო“ „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

კომპანია „დიო“ „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

   საქართველოს დაუნის სინდრომის პირველი ცენტრი თბილისში 26 ოქტომბერს გაიხსნა. კომპანია „დიო“-მ პროექტის მხარდასაჭერად საკუთარი წვლილი სიამოვნებით შეიტანა  და ცენტრში ულამაზესი მწვანე ფერის ფარდა-ჟალუზი - „მაგნოლიები“ დაამონტაჟა.

   მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის ცენტრი აერთიანებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც მოიცავს:

  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლებასა და განვითარებას, ზრდასრულთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას,
  • ოჯახების ინფორმირებასა და გაძლიერებას ,
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სპეციალისტების პროფესიულ ზრდას.

     „დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს მუდმივად სიამოვნებით ვუერთდებით და ვცდილობთ ურთიერთანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ხელშემწყობის პროექტები ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიცაა, მხარდაჭერას სამომავლოდაც აუცილებლად განვაგრძობთ.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

   შეგახსენებთ,  „დიო“-სა და  „დაუნის სინდრომის ასოციაცია“-ს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, ყოველწლიურად 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებას კომპანია აქტიურად უერთდება.

 

#დიო #დაუნისსინდრომისასოციაცია #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

16
ნოე
2020
phone