2023 წლის 30 ნოემბერს ქ. თბილისში სკოლა-ბიზნეს ფორუმი გაიმართა, აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,
სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შემუშავებულ 14 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი და კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის მიმართული პროექტების დაფინანსება, ხელშეწყობა და აქტივობების წახალისება. მუდმივად ვცდილობთ მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებასა და ფიზიკური აქტივობის განვითარებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა, საწავლებელში სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის ქონა ხელს უწყობს ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და მათი ნაყოფიერი მომავლის აშენებას.“- აცხადებს კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - თამაზ დაუშვილი.
შეგანხსებთ, 2022 წელს ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შეირჩა #213 საჯარო სკოლის პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა არაერთი სასარგებლო აქტივობა, ხოლო პროექტის დასასრულს კი თამაზ დაუშვილმა სკოლას კალათბურთის ინვენტარის მოწყობისთვის დამატებითი ბიუჯეტი გამოუყო და პროექტის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სწორედ ასეთი აქტიური ჩართულობისთვის USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლებმა კომპანია „დიო“ დააჯილდოვა სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის სტატუსით.
კომპანია მუდმივ მზადყოფნაშია ახალგაზრდა თაობის ხელშესაწყობად და სამომავლოდ არაერთი სასარგებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.