Logo
სიახლეები
C S R
„დიოსა“ და „მაკულიტერატურას“ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გრძელდება!

„დიოსა“ და „მაკულიტერატურას“ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გრძელდება!

 „დიო“ -ში წლების განმავლობაში დაგროვებული ქაღალდის, მუყაოს ნაკეთობის, პოლიგრაფიული მასალებისა და დოკუმენტების გადახარისხება განხორციელდა და არსებული მაკულატურა სრულად გადამუშავებისთვის „მაკულიტერატურას“ გადაეცა.

პირველ ეტაპზე მასალების რაოდენობამ 1240 კგ. შეადგინა, ასევე უახლოეს დღეებში დარჩენილი ნაწილის გადაცემაც იგეგმება. მაკულატურის გადამუშავება შპს: „კრიალა“-ს ქარხანაში განხორციელდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და მაკულატურის გადამუშავების შესაძლებლობა გვაქვს და ეს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სათავო ოფისში რამდენიმე მწვანე ყუთი გვაქვს განთავსებული, სადაც ქაღალდების შეგროვება უკვე წლებია ხორციელდება. მაკულატურის უტილიზაციას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად გვახარებს, რომ ტყის საფარის დაცვასა და ზრუნვაში „დიო“-ს საკუთარი წვლილი შეაქვს.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, თანამშრომლობის ფარგლებში „დიო“-ს საინტერესო წიგნები ერთხელ უკვე გადაეცა. კომპანიების თანამშრომლობა კი კვლავ აქტიურად, გრძელვადიანი სამომავლო პერსპექტივით გრძელდება.

21
თებ
2023
phone