Logo
სიახლეები
C S R
დიო ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

დიო ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

10 დეკემბერს 17:00 სთ.-ზე გამართულ შეხვედრაზე ,,ბიზნეს ლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში" ბიზნესკომპანიებთან ერთად კომპანია ,,დიო''-ს გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე მოხდა მსჯელობა და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. რათა გაიზარდოს კომპანიების ნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდასა და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.

შეხევედრას აგრეთვე ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა და პირველად საქართველოში, წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის გაერთიანდნენ, ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და ხელს აწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

შეგახსენოთ გვინდა, გასული წლის 1 დეკემბერს კონფერენციის ფარგლებში კომპანია ,,დიო''-მ ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მიიღო, რომლზეც მუშაობა მიმდინარეობს.

ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე გამართულ ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მასპინძლობენ; რომელიც იმართება პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

11
დეკ
2018
phone