Logo
სიახლეები
C S R
„დიო“ 1მე1შენ სოციალურ კამპანიაში ჩაერთო!

„დიო“ 1მე1შენ სოციალურ კამპანიაში ჩაერთო!

  კომპანია „დიო“ #1მე1შენ კამპანიაში ჩაერთო.  სოციალური საწარმო „კომბინიზონა“-სგან პირბადეები შეიძინა, შემოსული თანხით კი სამკერვალომ ორსულები, უსახლკაროები და შშმ. პირები პირბადეებით უზრუნველყო. „დიო“ აღნიშნულ საწარმოსთან თანამშრომლობას კვლავ აგრძელებს და ყოველთვის მზადაა მსგავს სოციალურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთოს.

   შეგახსენებთ, 2019 წელს კომპანია „დიო“-მ საწარმოს ( რომელიც შშმ. პირების დასაქმებასა და მათთვის სპეციალური სამოსის წარმოებას ემსახურება) სივრცე ფერადი ჟალუზებით უზრუნველყო.

   „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ და ერთჯერადი სოციალური აქტივობის ნაცვლად თანმიმდევრული, საჭირო,მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული აქტივობები განვახორციელოთ.  აღნიშნული ქმედებით კი არსებული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემის მოგვარებაში ვცდილობთ კუთვნილი წვლილი შევიტანოთ.“-აღნიშნავენ კომპანია „დიო“-ში.

   ამასთანავე ,,დიო’’ ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და ნებისმიერი სახის დისკრიმინიაციას უგუვებელყოფს. 2017 წლიდან კი კომპანია შეურთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის პოზიციებსა და ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე მათ დასაქმებას.

22
ივნ
2020
phone