კომპანია „დიო“-მ, „ესკო ეს“-ის მიერ ჩატარებულ სოციალურ პროექტში - „სითბო ყველას!“ მონაწილეობა მიიღო. კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირმა დაუშვილმა, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისში მაცხოვრებელ 3 შვილის მარტოხელა მამას ბიოენერგოეფექტურ ღუმელთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს და ბავშვს შეეძლოთ იცხოვრონ ისეთ გარემოში, სადაც ექნებათ საშუალება განვითარდნენ, არ სციოდეთ და ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს „ესკო ეს“-თან თანამშრომლობით მოგვეცა შანსი დავხმარებოდით დაბალი სოციალური შესაძლებლობების ოჯახებს და მცირედი წვლილი შეგვეტანა მათთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების მოწყობაში. ვიმედოვნებ, რომ კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობა დაიგეგმება, სადაც „დიო“ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და დავეხმარებით მოსახლეობას.“ - აცხადებს ირმა დაუშვილი
სოციალური პროექტის მიზანია, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. ბიოენერგოეფექტური ღუმელების უპირატესობა არის ის, რომ ამცირებს ხარჯებს, უსაფრთხოა, მცირდება შიდა ჰაერის დაბინძურება და ენერგიის ხარჯები, ასევე, ამცირებს ნახშირბადის გამოყოფას.