დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. კომპანია „დიო“ „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ 2022 წლის კამპანიას - #წინდამინდა კვლავ სიამოვნებით შეუერთდა.
წლევანდელი გზავნილია : #ინკლუზიანიშნავს.
„ჩვენთვის დღევანდელმა თარიღმა რამდენიმე წელია უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ყოველწლიურად, სწორედ 21 მარტს ჭრელი წინდების კამპანიას ვუერთდებით. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ახლა კამპანიაში პატარა „დიოელები“ - ჩვენი კოლეგების შვილები, შვილიშვილები და ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ.. საკუთარი პაწაწინა ხელებით ამ დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური ნახატები წარმოადგინეს, „დიო“-ს შოურუმში კი სწორედ ამ ესკიზებით გაფორმებული პატარა გამოფენა მოვაწყვეთ, ამავდროულად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ფერადი ნახატებით გაფორმებული ულამაზესი წინდებიც შევიძინეთ.
2022 წლის გზავნილის ირგვლივ გაერთიანებით ჩვენც ვიზიარებთ, ვეთანხმებით მოსაზრებებს, რომ ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციასა და მონაწილეობას... ამავდროულად ნებისმიერ ჩვენთაგანის მშვიდობიან და თანასწორ გარემოში ცხოვრებას.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
შეგახსენებთ, „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ გადაწყვეტილებით ყოველი გაყიდული წინდიდან 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება.
#დიო #ინკლუზიანიშნავს