‘’დიო’’-ს ფეხბურთის გუნდი კორპორატიული თასის გათამაშებაში სიამოვნებით ჩაერთო და 27 ოქტომბერს სპორტკომპლექს ‘’არენა’’-ზე ღირსეულად იასპარეზა. ტურნირი კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული.
“გურთიარდის კორპორატიული თასი” საქართველოში პირველად გაიმართა და ის ტრადიციულ სახეს მიიღებს. მინი-ფეხბურთში მონაწილეობას სულ 8 გუნდი იღებდა.
ღონისძიების პარტნიორები: ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია “გურთიადი”, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტული მენეჯმენტის კომპანია ISEM იყვნენ.
‘’დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მხარს აქტიურად უჭერს.