Logo
სიახლეები
C S R
ირმა დაუშვილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს დაესწრო

ირმა დაუშვილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს დაესწრო

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით 15-16 ივნისს  ქ. ბათუმში  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი გაიმართა, რომელში მონაწილეობა ‘’დიო’’-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა მიიღო. ის ფორუმის პანელისტი და ბიზნესკავშირების სამუშაო შეხვედრის მონაწილე გახლდათ.

 „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“- ამ სლოგანით ჩატარებული  ფორუმი მიზნად ქალთა ეკონომიკური უფლებების მხარდაჭერისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ისახავდა. ღონისძიების პირველ პანელში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა ჩართულობის ამაღლებას ტექნოლოგიურ სფეროში, კონკრეტული მაგალითების განხილვით. მეორე პანელში კი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებისა და გაღრმავების სტრატეგიის შესახებ ისაუბრეს, რაც მეწარმეებს დაეხმარება, მათი ინტერესებისა და საქმიანობის სფეროების შესაბამისად მოიძიონ პარტნიორები და დაიწყონ მათთან აქტიური თანამშრომლობა.

ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნეს კომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენა იყო.

ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

პანელის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სპიკერებთან უშუალო კომუნიკაციით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს კონსულტაცია და რჩევები მათი ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის.

ფორუმი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ამერიკის საელჩოს „დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ‘’დიო’’ 2017 წელს შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილზე ქალთა უფლებების მაქსმალურად დაცვას. ქალების წახალისებას მაღალი რგოლის პოზიციებსა და მათ დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე.

16
ივნ
2019
phone