სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირის მიერ წამოწყებულ კამპანიაში, სახელად #სახლიმათიმომავლისთვის კომპანია „დიო“ სიამოვნებით ჩაერთო და მათთვის სივრცის შესაძენად საკუთარი წვლილი შეიტანა.
აღნიშნული კამპანიის მიზანია სახლის შეძენა, სადაც სიღნაღში მცხოვრები შშმ პირებისთვის შეძლებენ დღის ცენტრისა და სოციალური საწარმოს გახსნას.. სივრცეში განხოციელებული აქტივობები კი შშმ პირებს დაეხმარებათ დაეუფლონ სასურველ საქმიანობას, დასაქმდნენ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი გახდნენ.
„ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ლამაზი და ფერადი ცხოვრების საშუალება სახლში - სადაც იქმნება მათი მომავალი.. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ვალდებულნი ვართ გამოვხატოთ ერთგულება მათ მიმართ და დახმარების ხელი გავუწოდოთ სწორედ მაშინ, როდესაც მათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა სჭირდებათ..
ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავერთოთ იმ სოციალურ პროცესებში, რომელიც მიზნად შშმ პირთა დასაქმებასა და განათლებას ეხება.. რადგან, ცოტა რამ არის ცხოვრებაში ისეთი სასიამოვნო , როგორც საკუთარი თავის აღმოჩენა, თვითრეალიზაცია და საყვარელი საქმის ერთგულად კეთება.“ - აცხადებენ „დიო“-ში.
შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობას მყარად და სრულყოფილად ითავისებს, სწორედ ამიტომ ხშირად ერთვება ისეთ კამპანიებში, რომელიც უკავშირდება საზოგადოების წევრების დახმარებასა და მათთვის შესაბამისი გარემოპირობების შექმნას.
#დიო #სახლიმათიმომვალისთვის #სიღნაღისმშობელთაკავშირი