Logo
სიახლეები
C S R
‘’დიო’’ – ‘’სიცოცხლის ფესტივალში’’ ჩაერთო

‘’დიო’’ – ‘’სიცოცხლის ფესტივალში’’ ჩაერთო

კომპანია ‘’დიო’’ 22 სექტემბერს ‘’სიცოცხლის ფესტივალში’’ სიამოვნებით ჩაერთო და თავისი წვლილი შეიტანა კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის - ‘’ბედნიერი სახლის’’ მშენებლობაში. სახლის, სადაც საშუალება ექნებათ რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც მათ ოჯახებთან ერთად იცხოვრებენ.

‘’ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი’’-ს ინიციატივით გამართულ ბოულინგის ფესტივალზე ‘’დიო’’-მ საპატიო მესამე ადგილი დაიკავა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შორის.

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. ‘’ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი’’ მეხუთე წელია ‘’ სიცოცხლის ფესტივალის ფარგლებში სხვა და სხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანია ‘’დიო’’ მუდმივად მზად არის მსგავს პროექტებში სიამოვნებით ჩაერთოს.

შეუერთე შენი ხმა ბავშვთა კიბოსთან მებრძოლებს!

სიცოცხლის ფესტივალის ფარგლებში 28 სექტემბერს ბერი ანდრიას ჩანახატების, კრებულის, ფონდის შვილობილების, მათი მეგობრებისა და მშობლების მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.

დასკვნით ღონისძიებაზე სადღესასწაულო კონცერტი ჩატარდა, რის შემდგომაც კომპანია ,,დიო'' აქტიური მონაწილობისათვის სხვა მონაწილეებთან ერთად სიგელით დაჯილდოვდა.

25
სექ
2018
phone