16 - 17 მაისს ‘’დიო’’-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირმა დაუშვილი ტრენინგზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის წახალისება საქართველოში CSR/RBC“ იმყოფებოდა, სადაც დამსწრე საზოგადოებას შემდეგ თემები გააცნო:
• რა არის CSR,
• მისი დადებითი მხარეები,
• რატომ უნდა იყოს კომპანია პასუხისმგებლიანი,
• რა როლი აქვს CSR-ს ცნობადობის ამაღლებაში,
• რატომ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და კერძო სექტორი CSR-კამპანიებში,
• ქართული წარმატებული CSR მაგალითები,
• მედიის როლი CSR- კამპანიაში.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგელობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის (CSR/RBC) შესახებ ტრენინგი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO/DANIDA) ეგიდით გაიმართა.
ტრენინგის მიზანი კომპანიებთან ერთად ისეთ საკითხებზე საუბარი და მსჯელობა იყო, როგორებიცაა: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის როლი კომპანიაში, არსებული მდგომარეობა საქართველოში, არამატერიალური აქტივების ზრდა, ბრენდი და რეპუტაცია, კომპანიათა კარგი და ცუდი პრაქტიკა, სტრატეგია და კომუნიკაცია და ა. შ.
ტრენინგს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი 25-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა:
ხორხე ილინგვორსი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC/ILO) დამსაქმებელთა პროგრამის მენეჯერი;
მათიას ტორნსი - დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) გენერალური მდივნის მოადგილე;
ვლადიმერ ჩუროვიჩი - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სუბრეგიონალური ოფისის, დამსაქმებელთა აქტივობების მთავარი სპეციალისტი.
კომპანია ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობა და ის სხვადასხვა აქტივობებს მუდმივად ახორციელებს.