Logo
სიახლეები
C S R
‘’დიო’’-ში კვარტლის საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება გაიმართა

‘’დიო’’-ში კვარტლის საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება გაიმართა

‘’დიო’’-ში კვარტლის საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსი დატვირთულ სამუშაო სეზონზე თანამშრომლების გახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა. პროექტში მონაწილეობას ფრონტზე მომუშავე თანამშრომლები: კონსულტანტები, მზომელები და მემონტაჟეები იღებდნენ. ,,დიო’’-სთვის მნიშვნელოვანია თითოეულის წვლილი კომპანიის წარმატებულ მუშაობაში. ფრონტზე მომუშავე ადამიანების წვლილი კი მართლაც განსაკუთრებულია, მრავალი მიზეზის გამო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი კი ის, რომ ყოველდღიური შეხება აქვთ მომხმარებელთან.

იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონის საუკეთესო თანამშრომლები ობიექტურად გამოვლენილიყო, კითხვარი შედგა, რომელშიც მონაწილეობა პროცესში ჩართულმა ყველა თანამშრომელმა მიიღო.

დაჯამებული ქულებით გამარჯვებულები გამოვლინდა:

ზაფხულის სეზონის საუკეთესო კონსულტანტი ნათია ნათაძე გახდა;

ზაფხულის სეზონის საუკეთესო მზომელი ვახო შუბითიძე და ალექსანდრე გოგინაშვილი გახდნენ.

ზაფხულის სეზონის საუკეთესო მემონტაჟე ბესო მეგრელი და ნუგზარ ბახტაძე გახდნენ;

მათ სიმბოლურად სერტიფიკატი, ვაუჩერი და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გამარჯვებულების მიერ ტორტის გაჭრით დასრულდა.

‘’დიო’’-სთვის თითოეული თანამშრომელი და მათ მოტივაციაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე კი გუნდური მუშაობისა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება განვითარებისთვის.

25
ოქტ
2018
phone