Logo
სიახლეები
გამოფენები & მიღწევები
Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს პირველი ქართველი გამარჯვებული ირმა დაუშვილი გახდა

Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს პირველი ქართველი გამარჯვებული ირმა დაუშვილი გახდა

Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო საქართველოში წელს პირველად გაიცა და მისი მფლობელი კომპანია ,,დიო''-ს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი გახდა.

ნომინანტების შესაფასებლად  და დასაჯილდოებლად რამდენიმე კრიტერიუმი იყო დაწესებული: ბიზნესმენ ქალს უნდა ჰქონოდა სამეწარმეო სულისკვეთება და, ამასთან, საკუთარ ორგანიზაციაშიც უზრუნველყოფდეს ამ სულისკვეთების კულტივირებას; ნომინანტი უნდა ყოფილიყოს კომპანიის წამყვანი ძალა, ღებულობდეს თამამ გადაწყვეტილებებს თავისი საქმის ახლანდელი და სამომავლო წარმატებისთვის და აუცილებლად ყოფილიყო სამაგალითო, როგორც კომპანიის შიგნით, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

გამარჯვებულ - ირმა დაუშვილს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით და ის შეითავსებს ბრენდის ელჩის როლს წლის განმავლობაში; გარდა ამისა, Veuve Clicquot-ს ვენახში ვაზის ერთ ძირს გამარჯვებულის სახელი - ,,ირმა'' დაერქმევა.

ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. ეს ჯილდო ერთგვარ „ოსკარად“ იქცა საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათთვის ის ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს შემდგომი წინსვლისთვის.

08
დეკ
2017
phone