კომპანია „დიო" დღეს დააანონსებს „დიოს“ არქიტექტორთა კლუბის დაფუძნებას. კლუბის მიზანი იქნება კომპანიის“ ირგვლივ გააერთიანოს არქიტექტორები, რომელთაც „დიო“-სთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება კომპანიის ექსკლუზიური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
როგორც „დიოში“ აცხადებენ, კლუბის წევრ არქიტექტორებს საშუალება ექნებათ, ევროპის წამყვან ქვეყნებშიც წარმოჩინდეს მათი ნამუშევრები, როგორიცაა სხვადასხვა პროექტებში „დიოს“ ექსკლუზიური პროდუქტების გამოყენება, მიიღონ კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ. არის შემთხვევები, როდესაც არქიტექტორებს სურთ ისეთი პროდუქტების გამოყენება და კონკრეტულ პროექტზე მისი ინდივიდუალურად მორგება, რომელიც საქართველოში არ იწარმოება (არ მოიძებნება ქართულ ბაზარზე). „ჩვენ გავუწევთ დახმარებას ამდაგვარი ექსკლუზიური პროდუქტების მიწოდებაზე, გავუწევთ ორგანიზებას შეხვედრებსა და კონსულტაციებს კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან,“- აცხადებენ „დიოში“.
კომპანიის ინფორმაციით, „დიოს“ არქიტექტორთა კლუბში საწყისი ეტაპისთვის 40-60 არქიტექტორი გაწევრიანდება, და იმედოვნებენ რომ მათი რიცხვი მომავალში გაიზრდება. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის „დიოს“ ევროპელი პარტნიორები (Selt, Aluprof, Palmyie) ჩამოდიან, რომლებიც გააკეთებენ პრეზენტაციას კომპანიის ექსკლუზიურ პროდუქტებზე.