Logo
სიახლეები
მედია
„დიო" კონფერენციის - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - მთავარი პარტნიორია“

„დიო" კონფერენციის - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - მთავარი პარტნიორია“

ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ მთავარი პარტნიორი კომპანია „დიო“ გახდა. ღონისძიება 1 მარტს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.

ღონისძიებას მიზანი ახალგაზრდების მხარდაჭერა, სტაჟირების პროგრამების კოორდინაცია, მათი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პერსპექტივა, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან პოტენციური სტაჟიორების იდენტიფიცირებისთვის მონაცემთა ბაზის (რომელიც შედგენილია კანდიდატების განათლებისა და ინტერესების მიხედვით) შენახვა, კონკრეტული დავალებების შესრულება, მენტორების მხრიდან გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ტრენინგების ჩატარება/მობილიზება, დასაქმება და მოქნილი სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფა გახლდათ.

გამართულ ღონისძიებაზე  მემორანდუმს „დიო“-ს თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა - თამაზ დაუშვილმა მოაწერა ხელი და თანამშრომლობის ფლატფორმის შექმნის ხელშეწყობასა / განვითარებაში აქტიურ მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

„ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის მთავარი, წამყვანი ძალაა. მათი როლი უმნიშვნელოვანესია მომავლის შექმნასა და განვითარებაში. შესაბამისად ჩვენ, კომპანიების წარმომადგენლებმა, ბიზნეს სექტორმა მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ მათ დასაქმებას, თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის ხელშეწყობას და ამ კუთხით თანამედროვე შრომით ბაზარზე მათთვის კარის ფართოდ  გაღებას. აღნიშნული ინიციატივა ვფიქრობ ერთმნიშვნელოვნად ახალგაზრდების უმუშევრობის დაძლევაში დიდ წვლილს შეიტანს.“ - აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია „დიო“ ახალგაზრდებისთვის კორპორატიული პრაქტიკის დანერგვას მუდმივად ხელს უწყობს. ორგანიზაციაში ყოველი ახალი ინიციატივა, მათი აქტუალიზაცია მუდმივად განხილვადი და საყურადღებოა. ღირსეული დასაქმება და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა კი „დიო“-ს ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა.

01
მარ
2022
phone