Logo
სიახლეები
მედია
თბილისში დიო-ს ახალი სალონი გაიხსნა

თბილისში დიო-ს ახალი სალონი გაიხსნა

თბილისში, საბურთალოს ქ. #55-ში „დიო"-ს განახლებული სალონი გაიხსნა. აქ მომხმარებელი იხილავს კომპანიის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. სალონში წარმოდგენილია ფარდა-ჟალუზები ბინისა თუ ოფისისათვის, სხვადასხვა ფერის მწერებისგან დამცავი ბადეები და ბადე კარები, მარკიზები (ტენტები) დისტანციური მართვით, ავტოფარეხის კარები პულტზე მართვის სისტემით, გარე დამცავი ჟალუზები საცხოვრებელი სახლებისა და მაღაზიების ვიტრინებისათვის (მექანიკური და ავტომატური მართვით), სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ხმისა და ტემპერატურის ძლიერი იზოლაციით, ჭიშკრები პულტზე მართვის სისტემით, გარე ჰორიზონტალური ჟალუზები დაწესებულებების ფასადებისთვის, რაც წარმოადგენს მზისგან დაცვის უახლეს საშუალებას, „თვითგამღები კარები" მაღაზიებისა და ოფისებისთვის და სხვა.

მიმდინარე სეზონზე „დიო" მომხმარებელს სთავაზობს განვადების მოქნილ პირობებს, კარ-ფანჯრების შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მწერებისგან დამცავ ბადეებს, ხოლო ჟალუზების შეძენის შემთხვევაში ჟალუზების სპეციალურ საწმენდს მიიღებთ. მიმდინარე აქციები 2013 წლის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. ტელ: 2361112, 2331199.

26
ივლ
2013
phone