Logo
სიახლეები
მედია
კომპანია „დიო“-ს საწარმოში სიახლეებია!

კომპანია „დიო“-ს საწარმოში სიახლეებია!

„დიო“-ს ახლად გახსნილ, ტექნიკურად სრულიად გამართულ საწარმოში კვლავ სიახლეებია! კომპანიამ  ევროპული წარმოების დანადგარები შეიძინა, კერძოდ - „BRUSH VERTICAL GLASS WASHING“- რომელიც მინის მაქსიმალურად მოკლე დროში სრულყოფილად გასუფთავებას უზრუნველყოფს, და იტალური ბრენდისIntermak -ის მინების ავტომატური საჭრელი დანადგარი რომელიც მინას 100%-იანი სიზუსტით ძალიან მოკლე დროში ჭრის.

გარდა ამისა კომპანიამ დამატებითი ინფორმაციისთვისა და პრაქტიკის გაზიარებისთვის თურქეთიდან სტუმარი- Zekeriya Demirkan მოიწვია.

დანადგარის გამოყენებასთან დაკავშირებით „დიო“-ში ტრენინგები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. თანამშრომლებმა დანადგარის მართვა საფუძვლიანად შეისწავლეს, ამავდროულად სტუმრისგან მრავალი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, რჩევა და რეკომენდაცია მოისმინეს.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საწარმო თანამედროვე, დახვეწილი ტექნიკითა და აღჭურვილობით იყოს დაკომპლექტებული. ამ კუთხით სიახლეებს მუდმივად ვეცნობით, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში ვნერგავთ. ასევე მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპის ქვეყნების ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ და მომხმარებელს სრულიად გამართული, დახვეწილი და გამძლე პროდუქცია შევთავაზოთ. მუდმივად ვცდილობთ საწარმოები აღჭურვილი იყოს ისეთი ტექნიკა-დანადგარებით, რომლებიც სრული სიზუსტით, ხარისხიანად და საიმედოდ დაამუშავებს პროდუქციას, სწორედ ამიტომ პრაქტიკაში „დიო“-ს პროდუქცია წლებს უძლებს, და ყველა კომპონენტი (ევროპული პროდუქცია, უახლესი მანქანა-დანადგარები, კვალიფიციური, გამოცდილი გუნდი) პროდუქტის საბოლოო დახვეწილ იერსახესა და გამძლეობას უზრუნველყოფს.

გვესმის, რომ თანამშრომლები ჩვენი ბიზნესის მთავარი აქტივია, მათი კვალიფიკაცია კი ორგანიზაციული საქმიანობის ხარისხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ეტაპობრივად მათ ევროპაში გამგზავრებასა და საჭირო ტრენინგებზე, მასტერკლასებსა და გამოფენებზე დასწრებას ვუზრუნველყოფთ.

26 წლიანი გამოცდილება, მომხმარებელთა ერთგულება, ბაზარზე ლიდერის პოზიცია, განვითარებისა და სიახლეების დანერგვის სტიმულსა და ვალდებულებას კიდევ უფრო გვიმძაფრებს.“ - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, „დიო“-სთვის, როგორც თანამედროვე ბიზნესისთვის სიახლეები და ინოვაციური პროდუქცია ყოველთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს.

 

„დიო“- 26 წელი თქვენს გვერდით!...

20
ივნ
2022
phone