2 აპრილს , 16:00 სთ – ზე კომპანია „დიო“–მ უმასპინძლა „გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების“( DWV) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს სათაო ოფისში ( მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ). „დიო“–ს მარკეტინგის მენეჯერმა , ქეთევან ბეროშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია კომპანიისა და პროდუქციის შესახებ . პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი – სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო , თავად იხილეს უახლესი მანქანა – დანადგარები და მიმდინარე სამუშაო პროცესი.