Logo
სიახლეები
მედია
‘’დიო’’-ს ,,გარდიანი'-ს წარმომადგენელი ეწვია

‘’დიო’’-ს ,,გარდიანი'-ს წარმომადგენელი ეწვია

‘’დიო’’-ში 27 სექტემბერს კომპანია ‘’გარდიანი’’-ს წარმომადგენელთან ივან გრივკოვთან შეხვედრა შედგა. ვიზიტის მიზანი ერთ-ერთი პროექტისთვის საჭირო კონფიგურაციის მქონე მინა-პაკეტის შერჩევა იყო. შეხვედრის ფარგლებში ტრენინგიც შედგა, მან ‘’დიო’’-ს თანამშრომლებს მინების სპეციფიკაცია და კომბინაცია გააცნო, კომპანიის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა და კომფიგურატორის პრინციპები აუხსნა.

‘’გარდიანი’’ ლიდერი კომპანიაა მინების წარმოებაში. მათი თბოეფექტური მინაპაკეტის გამოყენებით, გათბობის კომუნალური ხარჯები საკმაოდ მცირდება. კომპანია ‘’დიო’’ ,,გარდიანთან'' უკვე წლებია თანამშრომლობს, რათა მომხარებელს საუკეთესო ხარისხის მინა-პაკეტით დამზადებული კარ-ფანჯარა შესთავაზოს.

28
სექ
2018
phone