Logo
სიახლეები
მედია
„დიო“-ს პარტნიორ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში მიღება დაიწყო!

„დიო“-ს პარტნიორ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში მიღება დაიწყო!

 „დიო“-ს პარტნიორ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში მიღება დაიწყო!

„დიო“-სა და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“-ს პარტნიორობის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს 21.12 -ის ჩათვლით შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიული გადამზადების პროგრამით „ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების მონტაჟი“, რომლის მიზანიც წარმოადგენს მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის პირები, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  • კონსტრუქციის ტიპებისა და მონტაჟისთვის გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების, სამონტაჟო სამუშაოების აღწერა/დახასიათებას;
  • მონტაჟისთვის საჭირო ნახაზის/სქემის წაკითხვას;
  • უსაფრთხოების წესების დაცვით მონტაჟს;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმებას;
  • ხარვეზების გამოსწორებას;
  • წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციას.

კონკრეტული პროგრამა გლდანის პროფესიულ კოლეჯთან ერთად გაკეთდა.  ეს არის მოკლევადიანი სასწავლო მოდული, რომელსაც წარუძღვებიან „დიო“-ს გამოცდილი პროფესიონალები და შეასწავლიან ყველა მნიშვნელოვან ეტაპს შეკვეთის მიღებიდან მის სწორად მონტაჟამდე. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია „დიო“-ს მიერ მოწყობილი ოთახით სარგებლობა და პრაქტიკული გადამზადება.

 საბოლოოდ კი გადამზადებული კადრებს შესაძლებლობა ექნებათ კომპანია „დიო“-ში შეიქმნან მაღალანაზღაურებადი კარიერა.

დეტალებისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

არ გადადოთ, გახდით პროფესიონალი მემონტაჟე!

„დიო“ – 28 წელი თქვენს გვერდით!

12
დეკ
2023
phone