2018 წლის 23 მაისს „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ -სა და საკონსულტაციო კომპანია „Insource“ -ის მიერ გამართულ პროექტ „ბიზნეს კაფე“- ს მეორე შეხვედრას კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი გაუძღვა.
შეხვედრა ეძღვნებოდა თემას - „ნამდვილი ქართული ბიზნესი“ .
თამაზ დაუშვილმა ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებსა და კომპანია დიოს შექმნის ისტორიაზე ისაუბრა-როგორ გაჩნდა იდეა, როგორია კომპანიის მართვის ფორმა, მისი განვითარების ეტაპები.
შეკრებილ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და გაეზიარებინათ ის გამოცდილება და წარმატების გზა, რომელსაც კომპანია "დიო" უკვე 22 წელია გადის.