Logo
(+995 32) 236 11 12
სიახლეები
მედია
“დიო’’-მ „შრომის უსაფრთხოების პროგრამის’’ მონაწილეებს პრაქტიკისთვის უმასპინძლა

“დიო’’-მ „შრომის უსაფრთხოების პროგრამის’’ მონაწილეებს პრაქტიკისთვის უმასპინძლა

კომპანია „დიო“-ში 7, 14 და 16 ივლისს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამის მონაწილეებმა სამ დღიანი პრაქტიკები გაიარეს.

„დიო“-ს საოფისე და საწარმოო სივრცეებში განხორციელდა პრაქტიკული სწავლებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისი აქტივობები.

პროგრამის მონაწილეები გაეცნენ:

  • ორგანიზაციის შინაგანაწესსა და უსაფრთხოების ნორმებს;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპანიაში გატარებულ ღონისძიებებს;
  • რა კრიტერიუმებით ხდება საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა;
  • დასაქმებულთათვის მათი პროფესიული საქმიანობის შესაბამისად საჭირო ინსტრუქტაჟების შემუშავების პრინციპებს და პერიოდულობას.
  • შეისწავლეს ობიექტი, მოახდინეს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება;

„ჩვენ წინასწარ გვქონდა განსაზღვრული პრაქტიკული კომპონენტების სწავლების განხორციელების გეგმა. მონაწილეებს სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ სამი დღის განმავლობაში პრაქტიკა ნაყოფიერი და მრავლისმომცველი ყოფილიყო. მსმენელებმა არა-ერთი საინტერესო შეკითხვა დაგვისვეს, მაღალი იყო მათი ჩართულობა, ჩვენ კი ჩვენის მხრივ წლების განმავლობაში დაგროვილო ცოდნა და გამოცდილება სრულყოფილად გავუზიარეთ.'' - აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.

შეგახსენებთ, პროგრამაზე სწავლება შპს: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ განხორციელდა, რომელთანაც კომპანია „დიო“-ს პრაქტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შეთანხმება ჯერ კიდევ 2019 წლიდან შედგა.

16
ივლ
2022
phone