თამაზ დაუშვილი – “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი
21 წლიანი ისტრიის მქონე კომპანია „დიო“ დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ის 1996 წელს დაარსდა და იყო პირველი კომპანია, რომელიც საქართველოში ფარდა-ჟალუზების იმპორტზე მუშაობდა. მოკლე ხანში, პროდუქტი მოთხოვნადი გახდა და მათ ადგილობრივი წარმოება დაიწყეს. დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი დასაქმებულია და მისი ფილიალები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია განთავსებული. მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰყავს ექსკლუზიური პარტნიორები, რომლებიც დიოს პროდუქციას წარმოადგენენ.
თამაზ დაუშვილი, დიოს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი წარმოებულ პროდუქტზე და მიზნებზე საუბრობს:
“დიო მომხმარებელს სთავაზობს 60-ზე მეტი დასახელების პროდუქტს :
• ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები
• ფარდა-ჟალუზების 12 სახეობა
• მწერებისგან დამცავი ბადეების 7 სახეობა
• ტენტები/თვითრეცხვადი ტენტები
• პერგოლა
• ფრანგული გასაჭიმი ჭერი
• შემინვის სისტემების 6 სახეობა,
• ფასადის საჩრდილობელი სისტემები
• „სანრემო“ — მინა-პაკეტში ჩასმული ჟალუზი
• ქოლგა
• გარე დამცავი ჟალუზები
• ინფრა წითელი გამათბობელი
• ბურუსით გაგრილების სისტემა
• ავტოფარეხის კარი
• ინდუსტრიული კარი
• ჭიშკარი და ჭიშკრის მართვა
• საჩრდილობელი იალქანი
• ტექსტილის არქიტექტურა
„ჩვენი მიზანია, ყოველთვის ვიყოთ ინოვატორები ამ სფეროში. გვყავს ბევრი მომწოდებელი ევროპის ქვეყნებიდან, კომპანია მათგან ეცნობა მნიშვნელოვან სიახლეებს და შემდეგ გადადის წარმოების პროცესზე. რამდენიმე წლის წინ, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ინოვაციური პროდუქტი — მოძრავი გადახურვა — „პერგოლა“, რომელზეც მონტაჟდება ლედ-განათება, სასრიალო შემინვის და ბურუსით გაგრილების სისტემა და ინფრაწითელი გამათბობელი. ის ძალიან საჭირო და პრაქტიკული პროდუქტი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ფლობს კაფე-რესტორნებს, სასტუმროებს, ღია ტერასებსა და ვერანდებს. პერგოლის გამოყენებით ეფექტურად შეიძლება ავითვისოთ ღია სივრცეები, წელიწადის ოთხივე სეზონის დროს.“
აღსანიშნავია, რომ დიომ შარშან, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოყოფილი ბიუჯეტის 90% ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობლობას მოახმარა. კომპანიამ 60 000 ლარამდე პროდუქციით უზრუნველყო შენობა და აღჭურვა კარ-ფანჯრებით, ჟალუზებით, ტენტებით.
თამაზ დაუშვილი: „ჩვენ წლების მანძილზე, სხვადასხვა კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა. თიბისისა და ჯეოსელის მიერ ორგანიზებული „ბიზნესდაჯილდოება“ გამორჩეული იყო მონაწილეების რაოდენობით და მაღალ დონეზე წარმართული პიარკამპანიის კუთხით. პროექტი ორიენტირებული იყო მონაწილე კომპანიების, ბრენდების ცნობადობის ამაღლებაზე, მათი საქმიანობის გაშუქებაზე და საინტერესო გამოცდილების გაზიარებაზე. ამისთვის დამზადდა სხვადასხვა ვიდეო რგოლი, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსდა. ასვე კონკურსანტების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მასმედის სხვადასხვა საშუალებით. ეს კონკურსი გახლავთ ძალიან დიდი დაფასება და მხარდაჭერა საქართველოში მოღვაწე ბიზნესებისთვის. გამარჯვების შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კომპანია „დიო“ სწორი მიმართულებით ვითარდება. პასუხისმგებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. ვართ უფრო მეტად მოტივირებულები და წახალისებულები, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თიბისი ბანკსა და ჯეოსელს ქართული ბიზნესის სტიმულირებისთვის.“
წყარო: ჟურნალი XII #წლისბიზნესი
http://tormeti.com/2018/01/17/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98/