Logo
სიახლეები
აქციები
შეცვალე ძველი ახლით!!! აქცია დიო–ში!!!

შეცვალე ძველი ახლით!!! აქცია დიო–ში!!!

 ”დიოს” ბაზარზე ახალი შეთავაზება აქვს. აქცია ”შეცვალე ძველი ახლით ყველაზე მარტივად, სახლიდან გაუსვლელად”, ეს არის ”დიოს” ახალი და უნიკალური აქცია, რომლით სარგებლობაც უკვე შესაძლებელია. საკმარისია მხოლოდ სურვილი და  ”რობო-დიო” მოხსნის, შეისყიდის და ჩაანაცვლებს ძველს ახლით.

”რობო-დიო” ეს ”დიოს” ახალი სახეა, რომელიც კომპანიას ახალი აქციის განხორციელებაში ეხმარება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აქციის ფარგლებში ”დიო” საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს: შეცვალონ ძველი, ან უხარისხო მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ”დიოს” მაღალი ხარისხის გერმანული ფირმა ”Aluplast”-ის კარ-ფანჯრებით და ასევე მიიღონ ძველი ფანჯრის მასალაში 1 კვ/მ-ზე 30ლარი, (ანუ ეს ფასი გამოაკლდება  ახალი ფანჯრების ღირებულებას).

აქცია ვრცელდება ასევე  ძველ, უხარისხო გისოსებზე იგივე პირობებით.

 

„დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტრესო აქციაა, აქვე დავამატებ, რომ ძველ მასალას გამოვიყენებთ, ჩვენ  ვზრუნავთ ეკოლოგიაზე და არ ვყრით ძველ კარ–ფანჯრებს და გისოსებს. აქციის მთავარი მიზანი  კი არის ის, რომ  „დიოს” თითოეულმა მომხმარებელმა შეიქმნას კომფორტი, ყველაზე მარტივად სახლიდან გაუსვლელად  და ასევე  ყველაზე დაბალ ფასად, შეიძინონ ”დიოს” მაღალი ხარისხის პროდუქცია. დაგვიკავშირდით დღესვე და დაზოგეთ დრო, ენერგია და ფული”, - აცხადებს ”დიოს”   მარკეტინგის მენეჯერი– ქეთევან ბეროშვილი.

 

”Aluplast”-ის კარ-ფანჯრების უპირატესობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიურია. პროფილებს გააჩნია: თანამედროვე დიზაინი და ფერი.

”Aluplast”-ის  პროფილებისგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის კარ–ფანჯრების დამონტაჟებით, ხდება დიდი რაოდენობით თბილი ჰაერის შენარჩუნება საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას.

ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან და  უზრუნველყოფს ხმის მაქსიმალურ იზოლაციას, ასევე გამორიცხავს დაკეტილ ფანჯარაში ქუჩიდან ქარის და მტვრის შემოსვლას.

 

სურვილი გაქვთ მაგრამ თანხა არ გყოფნით?
ამ შემთხვევაში „დიო“ გთავაზობთ უპროცენტო განავადებას ბანკში!

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

(+995 32) 233 11 99 ; 236 11 12

11
ნოე
2014
phone