Logo
სიახლეები
თანამშრომლები
დიო - ბედნიერი / კომფორტული მომენტების შთაგონების წყარო

დიო - ბედნიერი / კომფორტული მომენტების შთაგონების წყარო

როგორც ვიცი კომპანია ,,დიო’’ უკვე  22 წელია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის პროდუქტებს, ამჟამად რამდენი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია მომხმარებელს თქვენთან?

 

დიახ, კომპანია დიო 22 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს 60-მდე დასახელების პროდუქტს. პროდუქტების მრავალფეროვნება ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რადგან მომხმარებელს შეუძლია იმოქმედოს ერთი ფანჯრის პრინციპით და დიოში შეიძინოს არსობრივად განსხვავებული პროდუქტები, ეზოს ავტომატური ჭიშკრიდან, ინტერიერის ფარდებამდე.

მოდით ასე ვთქვათ, თუ თქვენ აპირებთ ააშენოთ საცხოვრებელი სახლი თუ სხვა ტიპის შენობა-ნაგებობა, მაშინ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ კომპანია „დიოს“. ამით თქვენ დაზოგავთ დროს, აღარ მოგიწევთ მშენებლობისთვის საჭირო უამრავი პროდუქტის მოსაძიებლად ენერგიის და ფულადი რესურსის დახარჯვა. უბრალოდ უნდა დარეკოთ „დიოში“ და მიიღოთ კვალიფიციური ექსპერტების კონსულტაცია, რის შემდეგაც აუცილებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოთ ჩვენს კომპანიასთან. ამის თქმის საფუძველს პირველ რიგში მაძლევს „დიოს“ ათიათასობით მომხმარებლის მიერ გამოხატული ლოიალობა ჩვენს მიმართ და იმ პროდუქტების უმაღლესი ხარისხი, რომელსაც ვთავაზობთ ქართულ ბაზარს.

 

როგორც ვიცი თქვენ, კარ - ფანჯრებისა და მზისგან საჩრდილებელი სისტემების განყოფილებას ხელმძღვანელობთ, რომელი კარ-ფანჯრების სისტემის ტიპებია ეხლა ტრენდული და აკმაყოფილებს თუ არა კომპანია მომხმარებლის მოთხოვნებს ?

 

თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციების გათვალისწინებით, პოპულარული გახდა დიდი ზომის ვიტრაჟები, რომლებიც ვიზუალური თვალსაზრისით ალამაზებს შენობას და ხაზს უსვამს მის გამორჩეულ დიზაინს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი ზომის ვიტრაჟები წარმოადგენს თბოდანაკარგის წყაროს. ამ ტიპის შენობის გათბობის თუ გაგრილების მიზნით საჭიროა დიდი რაოდენობით ენერგია, რომელიც ერთის მხრივ დიდ კომუნალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორეს მხრივ ეკოლოგიასთან. მოგეხსენებათ, რომ ენერგოეფექტურობა თანამედორვე მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და ამ მიმართულებით მუდმივად მიმდინარეობს ინოვაციური პროდუქტების შექმნა.

კომპანია „დიოს“ პრიორიტეტია სწორედ ენერგოეფექტური პროდუქტების პოპულარობის ზრდა და ამ მიზნით ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალო-პლასტმასის ენერგოეფექტურ კარ-ფანჯარას.

„დიოს“ კარ-ფანჯრის ყველა შემადგენელი კომპონენტი ხასიათდება ენერგოეფექტურობის უმაღლესი მაჩვენებლებით და ექსპლუატაციის 50 წლიანი პერიოდით.

 

 

რა უპირატესობები გააჩნია კარ-ფანჯრის გერმანულ ხარისხს?

 

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ კარ-ფანჯარა შენობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ის უნდა წარმოადგენდეს შენობის მობინადრეების დამხმარეს და საიმედო პარტნიორს. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ შენობაში ფანჯრებიდან შემოდის წვიმა, ქარი და მტვერი. შეუძლებელია დაძინება ქუჩიდან შემოსული ხმაურის გამო და ა.შ. ამ პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია ხარისხიანი კარ-ფანჯრით, თუმცა აღსანიშნავია, რომ გარემონტებულ შენობაში კარ-ფანჯრის გამოცვლა ნიშნავს შენობის თითქმის მეორედ გარემონტებას. იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ საკმაოდ დიდი ფულადი დანახარჯები, ვფიქრობ აუცილებელია, რომ მშენებლობის დროს შენობა აღვჭურვოთ უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრით.

რაც შეეხება გერმანულ ხარისხს და მის უპირატესობებს, კარ-ფანჯარა შედგება მრავალი კომპონენტისგან, რომლებიც შესაძლოა გარედან არ ჩანს, თუმცა უზრუნველყოფენ მის გამართულ ფუნქციონირებას. კომპანია „დიოს“ კარ-ფანჯრის შემადგენელი ყველა კომპონენტი გერმანულია და სწორედ ეს არის გარანტი, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პრემიუმ კლასის პროდუქტს.

 

 

ზაფხულის პერიოდში ერთი-ერთი აქტუალური თემა ტენტებია, რა უპირატესობები გააჩნია დიო’- ტენტებს?

 

ტენტები უდავოდ არის „დიოს“ ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი. ჩვენი კომპანიის ტენტი წარმოადგენს მზის საჩრდილობელ საშუალებას, რომლის მრავალი მოდელი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი შეხედვით უსახური შენობა, გავხადოთ გამორჩეულად ლამაზი და პრაქტიკული. გარდა ვიზუალური მხარისა, ტენტი უზრუნველყოფს, მაქსიმალურ კომფორტს აივნებსა და დიდი ზომის ტერასებზე და შესაძლებელს ხდის მათ გამოყენებას ზაფხულის მცხუნვარე მზის პირობებშიც. ტენტი გამოირჩევა მართვის კომფორტულობით. ის შეგვიძლია ვმართოთ პულტის მეშვეობით. მისი უპირატესობებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია უმაღლესი ხარისხის კონსტრუქცია და 50-მდე ფერის ქსოვილი, რომელიც არ ხუნდება და არ კარგავს იერსახეს მრავალი წლის განმავლობაში. დიოს ტენტები იტალიურია და ეს მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტიაა.

ტენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროდუქტია რესტორნების, კაფეებისა და სასტუმროებისთვის. ტენტის მეშვეობით ჰორეკა სეგმენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ აითვისონ გამოუყენებლი სივრცეები და მნიშვნელოვნად გაზარდონ შემოსავალი. ბოლო დროს დაწესებული რეგულაციები, რომელთა მიხედვით საჯარო სივრცეში მოწევა იკრძალება, კიდევ უფრო ზრდის ტენტის პრაქტიკულობას, განსაკუთრებით რესტორნებისა და კაფეებისათვის.

რაც შეეხება ტენტების არა მხოლოდ პრაქტიკულ ფუქნციას, ალბათ ნანახი გაქვთ, თუ როგორი პოპულარულია ტენტები ევროპის მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით იტალიაში და წარმოადგენს იტალიის ქალაქების იმდენად განყოფელ ნაწილს, რომ თითქმის ყველა საიმიჯო ფოტოზე რომელიც იტალიურ ქალაქებს აღწერს, ჩანს სხვადასხვა მოდელის და ფერის ტენტი. მე ვფიქრობ, რომ თბილისი, მისთვის დამახასიათებელი გამორჩეულადლამაზი აივნებით, არანაკლებ მოიხდენდა ტენტებს და ჩემი ოცნებაა, რომ თბილისიც გახდეს ტენტების ქალაქი.

 

 

და ბოლოს, რატომ უნდა ავირჩიოთ მუდამ ,,დიო’’!

 

უამრავი რეალური მიზეზი ასებობს, ,,დიო’’-ს არაერთი უპირატესობა და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობა გააჩნია. 22 წლიანი გამოცდილება, სრულყოფილი მომსახურება / სერვისი, კომპლექსური შეთავაზება, შეკვეთა ერთი ფანჯრის პრინციპით და ხარისხი რომელიც სანდოა.

 

,,დიო’’- ეს არის ბრენდი, რომელიც ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე, მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ სურვილებს, მოთხოვნებსა და საჭიროებებს. ეს არის კომპანია, რომელიც მუდმივად იზრდება და ვითარდება. აქ მუშაობს გუნდი, რომელიც მთელ ენერგიას დებს, მუშაობს მთელი გულით, რათა მომხმარებლებს კომფორტი და ინოვაცია შეუქმნას სახლებში. ,,დიო’’- ეს არის ბედნიერი / კომფორტული მომენტების შთაგონების წყარო და სწორედ ამიტომ უნდა ავირჩიოთ მუდამ ,,დიო’’.

 

მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის და მზის საჩრიდლობელი სისტემების გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

თორნიკე მაისურაძე

წყარო: ჟურნალი ,,რემონტი’’ (კულინ - ART) ივლისი-აგვისტო 2018

18
ივნ
2018
phone