Logo
ვაკანსიები
სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

გამოქვეყნდა: 24.12.2015

შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 18 წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო"-ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

იმედია "დიო" თქვენი წარმატებული კარიერის დასაწყისად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს სტაჟირების უფასო პროგრამას გაყიდვების დეპარტამენტში.

სასწავლო ადგილი: შპს "დიო"-ს სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

ჩვენი შემოთავაზებაა:

** სტაჟირება მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტებში.
** კომფორტული სასწავლო/სამუშაო პირობები;
** პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება;
** კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა.

სტაჟირება დაიწყება 1 დეკემბერს და გაგრძელდება 6 კვირა, 5 დღე კვირაში.

ჩვენი მოთხოვნებია:

** პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება (მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, დიზაინის, არქიტექტურის, მშენებლობის სფეროში);
** დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
** გამართული სასაუბრო ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ რუსული ინგლისური და დამატებით სხვა ევროპული ენის მცოდნეთ.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება.

თქვენ:

** შეისწავლით "დიო"-ში წარმოებული ყველა პროდუქტს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, დამკვეთებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას, მათთვის ღირებული კონსულტაციის გაწევას, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
** გაივლით გაყიდვების სრულ პროცესს: შეკვეთების მიღება, შესაბამისი დავალებების შედგენა და მომავალი დღის გეგმის შედგენა, აზომვების წარმოება; წარმოების და მონტაჟის პროცესს.
** გაეცნობით "დიო"-ს სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის პროცესს.
** გაყიდვების დეპარტამენტში პერიოდულად შეითავსებთ კონსულტანტების მოვალეობებს.

სტაჟირებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge 2014 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე, რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.

გისურვებთ წარმატებებს!

ბოლო ვადა: 24.12.2015
დაბრუნება
phone