Logo
ვაკანსიები
მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი

გამოქვეყნდა: 21.02.2024

 „დიო“ 28 წელია საქართველოს ბაზარზეა და ფარდა–ჟალუზების, კარ–ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში დღემდე ლიდერის პოზიციაზეა. კომპანიის სათავო ოფისი და საწარმო თბილისში, ხოლო ფილიალები რეგიონებშია წარმოდგენილი.

 

„დიო“-ს დიდ და მეგობრულ გუნდში, სადაც განსაკუთრებულად ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება ახალ წევრს - მარკეტინგის მენეჯერს ვეძებთ.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • 5 დღიანი სამუშაო კვირა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით უზრუნველყოფა
  • წახალისების სისტემა
  • კომფორტული საუშაო გარემო

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან კომუნიკაციების მიმართულებით
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

 

მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობების აღწერა:

  • გუნდთან ერთად მარკეტინგული გეგმის / ბიუჯეტის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა /განხორციელება
  • წლიური და კვარტალური KPI-ების განსაზღვრა -  მათი კონტროლი/მართვა
  • მომხმარებლის ქცევის შესწავლა, პოტენციური დამკვეთების სეგმენტაცია, კომერციულად მომგებიანი მარჟირებული პროდუქციის  განსაზღვრა და მათზე მორგებული შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
  • ბაზრის კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების იდეების გენერირება, აქციებისა და სხვა მასტიმულირებელი პროგრამების მარკეტინგული ანალიზი და რეპორტინგი
  • მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
  • სამშენებლო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება
  • ახალი მარკეტინგული არხების ათვისება
  • სოციალური ქსელებისა და საიტის მონიტორინგი ციფრული მედიის მენეჯერთან კოორდინირებულ მუშაობაში
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის და პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის 3.

 

თუ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდი, 01.03 -მდე გამოგვიგზავნე რეზიუმე - Hr@dio.ge -ზე, სასურველია სათაურში პოზიციის მითითება.

*შენიშვნა:

„დიო“ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას. ,,დიო“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესამაბისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე:  Hr@dio.ge.  მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

 

ველოდებით შენს რეზიუმეს და გისურვებთ წარმატებას!

 

ბოლო ვადა: 01.03.2024
დაბრუნება
phone