12 მარტს გამართულ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ღონისძიებაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ, სადაც კომპანია ,,დიო'' სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
,,დიო'' ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ქალთა გაძლიერების 8 პრინციპი Cida-სთან ერთად დანერგა, რის საფუძველზეც სტრატეგიული გეგმა შემუშავებული აქვს და ქალების გაძლიერებას აქტიურად ახორციელებს. განსაკუთრებით კი ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ მდგრადობასა და ჩართულობას ბიზნესში, რისთვისაც ,,დიო'' მიმართავს რიგ აქტივობებს. მათ შორის:
კომპანია ,,დიო'' თანამშრომელი ქალების განათლებაზე ზრუნავს, მათ სწავლებაზე პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე, როგორც კომპანიის შიგნით ასევე მის გარეთ სხვადასხვა ტრენინგებით.
მოქმედებს მენტორინგის სისტემა, რომელიც გულისხმობს საკუთარი გამოცდილების გაზიარებას დამწყებ თანამშრომლებთან.
,,დიო''-ს მომზადებული აქვს ახალი კამპანა სახელწოდებით ,,პროფესიული თანასწორობა,'' რომელიც ახალ არატრადიციულ პროფესიებზე მეტ დასაქმებულ ქალს ისახავს მიზნად.
ახალბედა თანამშრომელები მუდმივად არიან ჩართულნი ყველა სამუშაო პროცესებსა და პროექტებში უფროს თანამშრომლებთან ერთად, რაც გულისხმობს სრულფასოვანი გუნდის სრულფასოვან მუშაობას.
მენეჯერულ პოზიციებზე გენდერი გადანაწილეობულია შემდეგნაირად: 49 %- წარმოადგენს ქალები,ხოლო 51%-ს მამაკაცები. თუმცა CEO-ს შემადგენლობა დაკომპლექტებულია პირიქით 70% არის ქალი ხოლო 30 %-მამაკაცი.
კომპანია ,,დიო'' სხვადასხვა მიმართულებით არჩევანს თანამშრომლობის თაობაზე აკეთებს, როგორც სოციალურ საწარმოებზე ასევე ქალ მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, რათა ხელი შეუწყოს მათ ბიზნესებს. (საახალწლო საჩუქრები, უნიფორმების კერვა-ბრენდირება...).
აგრეთვე კომპანიამ შიდა პოლიტიკაში დამატებითი პუნქტი შეიტანა, რომელიც კრძალავს ნებისმეირ დისკრიმინაციას სექსუალური, გენდერული, პოლიტიკური თუ სხვა რაიმე ნიშნით. არსებული პოლიტიკა გაეცნო ,,დიო''-ს თანამშრომლებს, რომლებსაც საკმაოდ დადებითი რეაქცია ჰქონდათ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
კონკურსი გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით.
შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ კომპანია ,,დიო'' აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული გახდა და „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯილდო გადაეცა.