Logo
სიახლეები
გამოფენები & მიღწევები
პირველად VUEVE CLICQUOT-ს ვენახებში ვაზს

პირველად VUEVE CLICQUOT-ს ვენახებში ვაზს

   Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო საქართველოში წელს პირველად გაიცა და მისი მფლობელი კომპანია ,,დიო''-ს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი გახდა.

 ექსკლუზიურ VUEVE CLICQUOT-ის ვენახში ვაზის ერთ ძირს გამარჯვებულის სახელი "ირმა" დაერქვა. ვაზის ძირის სახელის დარქმევის ცერემონიალი 2018 წლის  13 ივლისს საფრანგეთში გაიმართა, შამპანში  VUEVE CLICQUOT -ს უნიკალურ ვენახებში. მსოფლიოს კიდევ 6 ქალბატონთან ერთად ირმა დაუშვილის სახელი დაეწერა ვაზსს და პირველად ამ სახელოვან ვენახებში ქართული დროშაც აფრიალდა.

,,გული სიამაყით ამევსო, როცა საქართველოს დროშა აფრიალდა Veuve Clicqout -ს ვენახებში. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვიცი, რომ კიდევ ბევრი წარმატებული ქართველი ქალი მეწარმის სახელი დაამშვენებს ამ ვენახს.’’- ირმა დაუშვილი

 ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. საქმიანი ქალებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეს ჯილდო ერთგვარ "ოსკარად" იქცა. 

მეცხრამეტე საუკუნეში ქალბატონი კლიკოსა და მის მიერ დაარსებული შამპანური ღვინის წარმოების ისტორიამ ქალის თავგამოდებისა და საქმის სიყვარულის ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი შეიძინა კაცობრიობამ და თაობებს შემოუნახა. მისმა საქმის გამგრძელებლებმა VEUVE CLICOQUOT ფირმის წამრმომადგენლებმა კი 1972 წელს წარმატებული საქმიანი ქალებისთვის ჯილდო დააწესეს.

ქალბატონი ირმა დაუშვილი, მიღებულ მრავალ ჯილდოთაგან VUEVE CLICQUOT ფირმის დაწესებულ ჯილდოს განსაკუთრებით გამოარჩევს, რადგან მისთვის ერთგვარ აღმოჩენა და ახალ სტიმულის მიმცემია ის ქალი, რომელიც ამხელა საქმეს  სათავეში ჩაუდგა და სირთულეებს გაუმკლავდა.

18
ივლ
2018
phone