დღეს, 23 ივნისს თბილისის მერიის შენობის მე-2 სართულზე ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა.
მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეეფასებინათ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროდუქცია, კერძოდ „დიო“-ს დაბალემისიურ მინა-პაკეტს ჩვეულებრივი მინა-პაკეტისგან განსხვავებით როგორი ეფექტი აქვს და რომლის არსებობის შემთხვევაშიც მომხმარებელს კომუნალური ხარჯების განახევრება შეუძლია.