Logo
სიახლეები
მედია
„დიო“ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

„დიო“ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „დიო“-ს სათაო ოფისში, სიმბოლურად, ღონისძიება გაიმართა. კოლექტივმა ერთად აღნიშნა დღე და კომპანიის დამფუძნებლებმა აღმართეს  საქართველოს დროშა.

„მნიშვნელოვანია, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ყველა ერთად ვიზეიმებთ ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც დამოუკიდებლობის დღეა. აღნიშნულ ღონისძიებას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.“ - აცხადებენ „დიო“-ში.

თქვენ კი, ჩვენს ერთგულ მეგობრებს, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერებას, კეთილდღეობას და წინსვლას!

26
მაი
2024
phone